წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკურორტო და ტურიზმის რესურსი, კურორტი "სქური", სადაც არის მინერალური წყალი "სქური". კურორტის ტერიტორიაუძველეს დროში თავდაცვითი ხასიათის ყოფილა. აქ არსებობდა კლდეკარი, რომლის ჩაკეტვის დროსაც მოსახლეობა დაცული იყო მომხდურისაგან. სქურის ხეობაშიფუნქციონირებს მამათა მონასტერი, აქვე მდებარეობს " თეთრი ციხე", რომელიც დათარიღებულია I-III საუკუნეებით, ამჟამად მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია.აღსანიშნავია, რომ მინერალური წყალი "სქური" არის სამკურნალო მნიშვნელობის. ისტორიული წყაროების მიხედვით ეს წყალი საუკუნეებს ითვლის. 1920 წელს მანშეიძინა სამკურნალო სტატუსი, 1940 წელს კი დაარსდა სანატორიუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან თუ კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლები გადიოდნენმკურნალობას.
სქური მეტ ყურადღებას საჭიროებს და ამ კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დღეს აქ იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველი პირები, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე სქურში მიმდინარეობს მშენებლობები კერძო ინვესტორების მიერ. უახლოეს მომავალში გაიხსნებარესტორანი და სასტუმრო. კურორტ სქურში ჩამოსულ სტუმრებს დასვენების საუკეთესო საშუალება ექნებათ. ხეობაშივე მოეწყობა ბუნგალოები.
ულამაზესი და სამკურნალო თვისებების მქონე კურორტი სქური დამსვენებლებს ელოდება.